„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი "ქართული ოცნების" დეპუტატის მიერ „უკონკურენტოდ ტენდერების მოგებას“ აპროტესტებს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი "ქართული ოცნების" დეპუტატის მიერ „უკონკურენტოდ ტენდერების მოგებას“ აპროტესტებს და საგამოძიებო უწყებებს მიმართავს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი "ქართული ოცნების" დეპუტატის ლევან დოლიძის მიერ „უკონკურენტოდ ტენდერების მოგებას“ აპროტესტებს. ამის შესახებ ხარაზმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, დოლიძის ოჯახის კომპანიები ბათუმის ბიუჯეტიდან წელიწადში მილიონობით ლარს ღებულობენ.

„საკრებულოს მოქმედი დეპუტატია ლევან დოლიძე, რომლის ოჯახის კომპანიებიცაა „ბონდი 2009” და ,,მონოლითი 2005“. სწორედ ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებიდან უმრავლესობას უკონკურენტოდ იგებს ლევან დოლიძის კომპანიები. ჯამში 2021-2022 წლებში ,,ბონდი 2009“-ს - 18 610 251 ტენდერი აქვს მოგებული, ხოლო ,,მონოლითი2005“-ს - 5 222 396 ლარის. ეს არის ნათელი მაგალითი იმის თუ როგორ მოირგო „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბათუმის მერიის ბიუჯეტი. მოშლილია ინტერსთა კონფლიქტის ზღვარი, პრაქტიკულად დღეს ბათუმის მერიის ინფრასტრუქტურული ბიუჯეტის დიდ ნაწილს განკარგავს და აკონტროლებს ლევან დოლიძე როგორც საკუთარი კომპანიის ბიუჯეტს. მოვუწოდებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ასევე სხვა საგამოძიებო უწყებებს დაინტერსდნენ აღნიშნული ფაქტით",- განაცხადა რეზო ხარაზმა.

თავის მხრივ, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ ეს კომპანიები დიდი ხანია არსებობს და ლევან დოლიძემ ტენდერში დეპუტატობამდე გაიმარჯვა.

„ხდება კონტროლი როგორც შესაბამისი საექსპერტო დასკვნებით და ბუნებრივია, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტებით, იმ ნორმატივების გათვალიწინებით, რაც უზრუნველყოფს კონკურანტუნარიან გარემოში ნებისმიერი შესყვიდვის ჩატარებას და წარმოებას",- აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.