ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, სამხარეო პოლიციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თბილისში, პოლიციელის მიერ მეტროში ახალგაზრდა ბიჭის ცემას აპროტესტებენ და დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, აქ მათი შვილების მომავლისთვის შეიკრიბნენ.

„ყველა ჩვენგანის შვილია ის ახალგაზრდა, რომელიც სამწუხაროდ ერთ დროს საამაყო პოლიციამ აწამა და სცემა. ჩვენი შვილის მომავალისთვის შევიკრიბეთ დღეს აქ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ცნობისთვის, მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი, ნუკრი ბაქრაძე და კახა ბაკაშვილი დააკავეს.

კერძოდ, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ.

ხოლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულია ამავე სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ.