აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

"ქართული ოცნების“ პოლიცია ხალხზე ძალადობს", "დაისაჯონ მოძალადეები", "ხელისუფლება დაგვცინის",- ამ ლოზუნგებით აჭარის მთავრობის სახლთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, ხელისუფლება მოქალაქეებზე სისტემურად ძალადობს. მათი თქმით, ნათელი მაგალითი იყო თბილისში, როდესაც პოლიციის თანამშრომელმა შშმ პირზე იძალადა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აღნიშნეს, სისტემის მიერ ძალადობა კარგად გამოჩნდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის მიმართაც. აქციის მონაწილეები ძალადობის ფაქტების გამოძიებას ითხოვენ.

„ქვეყანაში სისტემური და ძირეული ცვლილებებია საჭირო",- აღნიშნეს აქციის მონაწილეებმა.