ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციაა საჭირო

გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა და მოსახლეობასთან კიდევ უფრო აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გორის მერი მოსახლეობის გააქტიურების იმედსაც გამოთქვამს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თითოეული მათგანის პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას.
„მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ასე ჩვენ შევძლებთ მათი პრობლემების დროულად მოგვარებას. ადგილობრივებმა თავად უნდა გადაწყვიტონ საკუთარ უბანსა თუ სოფელში რისი გაკეთება სურთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ყველა ოჯახის მდგომარეობა, მათი პრობლემები, დროულად უნდა მოვიდეს ჩვენამდე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს რეაგირება და მოგვარება“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
„ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმომადგენლებს სისტემატურად ხვდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























