გიგა ბოკერია - დღეს გვაქვს სამარცხვინო ვითარება, რადგან არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და უკრაინელ ხალხს გვერდში დაუდგება

დღეს გვაქვს სამარცხვინო ვითარება, რადგან არ გვყავს მთავრობა, რომელიც ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და უკრაინელ ხალხს გვერდში დაუდგება, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პარტიის მიერ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ყველა საზოგადოება, რომელსაც თავისუფლება სურს, ვალდებულია, როდესაც რუსეთი თავს ესხმის ნებისმიერ სხვა ერის სუვერენიტეტს, ამაზე ხმა აიმაღლოს და პოზიცია დააფიქსიროს.

"ყველგან, სადაც არის თავისუფლების გამოწვევა, რუსეთი დგას ბოროტების მხარეს. ის არის საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერიის ღირსეული მემკვიდრე. ყველა საზოგადოება, რომელსაც თავისუფლება სურს, ვალდებულია, რომ როდესაც რუსეთი ასე აგრესიულად თავს ესხმის ნებისმიერ სხვა თავისუფლების მოყვარე ერის სუვერენიტეტს, ამაზე ხმა აიმაღლოს და თავისი პოზიცია დააფიქსიროს. გარდა მორალური ვალდებულებისა, რომ უკრაინას მხარში დავუდგეთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ვიყოთ იმ მხარეს, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად გაიმარჯვებს, ოღონდ ჩვენ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ფორმაში, როდესაც ამ გამარჯვებას მოჰყვება ჩვენი გაღწევა ამ ჭაობიდან, რასაც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა ჰქვია. დღეს გვაქვს სამარცხვინო ვითარება, რადგან არ გვყავს მთავრობა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაიცავს და უკრაინელ ხალხს გვერდში დაუდგება. ეს ვითარება ჩვენი გამოსასწორებელია, მაგრამ სანამ ამას გამოვასწორებთ, საზოგადოებამ სხვადასხვა ფორმით ყველას უნდა გააგებინოს, მათ შორის აგრესორს, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება არ არის საქართველოს საზოგადოების ნება", - განაცხადა ბოკერიამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს