იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება

ISO 20000 სერტიფიკატი ადასტურებს, რომ იუჯითიში IT პროცესების მართვა შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. UGT Cloud სერვისების მომხმარებლები სარგებლობენ, როგორც ყველაზე დაცული და უსაფრთხო გარემოთი, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საოპერაციო მომსახურებით.

შეგახსენებთ, რომ იუჯითიმ ცოტა ხნის წინ წარმატებით დაასრულა აუდიტი და გაიარა სერტიფიკაცია ISO 27001 სტანდარტის შესაბამისად. ის ერთადერთი ტექნოლოგიური კომპანიაა საქართველოში, რომელიც ერთდროულად ფლობს ISO 27001 და ISO 20000 სერტიფიკატებს.

იუჯითის მონაცემთა ცენტრი და ქლაუდ სერვისები განკუთვნილია კრიტიკული IT სისტემების მქონე ორგანიზაციებისთვის და სრულად ფარავს მათ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებს. UGT Cloud პლატფორმა აგებულია სრულად ლიცენზირებულ Microsoft-ისა და VMware-ს პროგრამულ სისტემებზე და ამ ორგანიზაციების ერთადერთი ოფიციალური ქლაუდ პროვაიდერია საქართველოში.

იუჯითი საქართველოს #1 სისტემური ინტეგრატორი და IT სერვისების მიმწოდებელია, რომელიც უკვე 25 წელია წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. წელს, 25 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად კომპანია არაერთ სიახლეს და საინტერესო პროექტს გეგმავს, რომელსაც ეტაპობრივად გაგაცნობთ.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს