ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი წარედგინა. როგორც ჟურნალისტებს მისმა უფლებადამცველმა კობა ტაბაღუამ განუცხადა, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენ ახლა გადმოგვეცემა საქმის მასალები, ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია. ამ ყველაფერს გავივლი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან და შემდეგ გვეცოდინება პოზიცია, მიიჩნევს თუ არა თავს დანაშავედ",- განაცხადა კობა ტაბაღუამ.

მისივე ინფორმაციით, დაზარალებულის პოზიცია ცნობილია და მას პრეტენზია არა აქვს.

25 იანვარს გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ქალზე ფიზიკური ძალადობაა აღბეჭდილი. ფაქტზე პოლიციის თანამშრომელი გ. ბ დააკავეს.