გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სოციალური დახმარებების გაცემას

გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს სოციალური დახმარებების გაცემას

გასულ 2021 წელს სოციალური დახმარებები 4377 ბენეფიციარზე გაიცა, რისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 651 220 ლარი გაიხარჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხით ისარგებლეს ბენეფიციარებმა, რომელთა შორის არიან: უსინათლო და სმენადაქვეითებული პირები; 100 და მეტი წლის ასაკის უხუცესები; დედ-მამით ობოლი ბავშვები; მრავალშვილიანი ოჯახები; სოციალურად დაუცველი სტუდენტები და სპორტსმენები; ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები; ვეტერანები; რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვები; მარტოხელა მშობლები; უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები; ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები; სახელმწიფო ზრუნვიდან გასული სრულწლოვანი მოქალაქეები;

„აღნიშნული სერვისების დაფინანსება კვლავ გრძელდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, 2022 წელს ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარები გაზრდილ დაფინანსებას მიიღებენ. კერძოდ, 100 ლარით იზრდება დახმარება: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის (150 000 ქულამდე), რომელთაც შეეძინებათ მე-3 შვილი (დაფინანსება გაზრდილია 200-დან 300 ლარამდე); ოთხშვილიანი ოჯახებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 400-დან 500 ლარამდე); მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის (დაფინანსება გაზრდილია 300-დან 400 ლარამდე); 50 ლარით გაიზრდება დაფინანსება: მიუსაფარი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფისთვის ( 100-იდან 150 ლარამდე;) პრობაციონერებისთვის ( 250-დან 300 ლარამდე); უსინათლოებისთვის (კატეგორიების მიხედვით 250-დან 300 ლარამდე და 200-დან 250 ლარამდე); სმენადაქვეითებულებისთვის 200-დან 250 ლარამდე;

პროგრამით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად განაცხადების რეგისტრაცია დაწყებულია.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის ბენეფიტებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. ბმულზე: https://drive.google.com/file/d/1XcLAofxKENUSbv67“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.