გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, რეგიონში ქუჩების სახელდების პროცესი იწყება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, რეგიონის მასშტაბით, წლების განმავლობაში არსებული პრობლემის - ქუჩების სახელდების პროცესი დაიწყება.

ქვემო ქართლის გუბერნიის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით, სამხარეო ადმინისტრაციაში, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას სახელმწიფო რწმუნებულმა, ქუჩების სახელდების თემის აქტუალობაზე ისაუბრა, რომელიც ამ ეტაპამდე, რეგიონის მოსახლეობის დიდი ნაწილის პრიორიტეტულ საჭიროებას წარმოადგენს.

მხარეებმა დიალოგის რეჟიმში იმსჯელეს ამ მიმართულებით ერთობლივად განსახორციელებელი გეგმებზე. საუბარი შეეხო პროცედურულ ნორმებს, რომლებიც კომპეტენტური უწყებების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით ხორციელდება.

დღესვე, მხარისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელმა პირებმა, რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, დიალოგის რეჟიმში განიხილეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს