ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ვალენტინა ნავერიანმა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ საზოგადოებას საქართველოს მთავრობის წამახალისებელი ინიციატივა გააცნო, რომელიც 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემას ითვალისწინებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრაზე 200-ლარიანი დანამატის გაცემა თებერვლის განმავლობაშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები ე.წ ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა