ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ნატომ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებზე მოსკოვს წერილობით უპასუხა, ასევე მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებზე ინტერპრესნიუსი უკრაინელ პოლიტოლოგს, ვლადიმერ ფესენკოს ესაუბრა.

- ბატონო ვლადიმერ, რუსეთის ულტიმატუმზე ამერიკული პასუხი მოსკოვს აშშ-ს წარმომადგენელმა სალივანმა გადასცა. პარალელურად პასუხის შინაარსზე ვაშინგტონში განმარტებები გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა.

ჩვენ არ ვიცით, გარდა იმისა, რაზეც ბლინკენმა ისაუბრა, რა წერია ამერიკულ პასუხში, მაგრამ რაზეც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა, პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება იმისაგან, რასაც უსაფრთხოების გარანტიების თემებზე აშშ-ს წარმომადგენლები საჯაროდ არ საუბრობდნენ.

მოდით დავიწყოთ იმაზე საუბრით თქვენ როგორ შეაფასებდით აშშ-ს პასუხს რუსებისადმი, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მტკიცებით უკრაინასთან და სხვა მნიშვნელოვან დაკავშირებულ მომენტებზეა საუბარი?

- ჩვენ არ ვიცით ამერიკული პასუხის დეტალები, რადგან ტექსტი გასაიდუმლოებულია. ამერიკულმა მხარემ სთხოვა რუსულს არ გაესაჯაროებინათ წერილის ტექსტი. სხვათა შორის, ესეც საინტერესოა, მაგრამ რაზეც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა, წერილის არსი გასაგებია და საუბარი შესაძლებელია.

წერილის შინაარსზე უარმავი პუბლიკაცია დაიწერა თავად აშშ-სა და ნატო-ს პოზიციებზე. სხვათა შორის, რუსების მტკიცებით, აშშ-სა და ნატო-ს პოზიციებში გარკვეული განსხვავებები არსებობს, მეტიც, თითქოს ამერიკული პასუხი უფრო კონსტრუქტიულია. ჩემი აზრით, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი აღქმა აქვს.

რუსების მტკიცებით, აშშ-სა და ნატო-პოზიციებში გარკვეული განსხვავებები არსებობს, მეტიც, თითქოს ამერიკული პასუხი უფრო კონსტრუქციულია. ჩემი აზრით, ეს იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი აღქმა აქვს

მიუხედავად ამისა შეიძლება მოკლედ შევაჯამოთ.

1, რაზეც ამერიკელები ზეპირად საუბრობდნენ, ახლა წერილობით დაადასტურეს. 2. არც აშშ და არც ნატო მოსკოვს არ მისცემს ოფიციალურ და საჯაროდ არანაირ წერილობით გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო არასდროს არ გახდებიან ნატო-ს წევრები.

3, აშშ და ნატო მზად არიან უსაფრთხოების თემებზე რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და სთავაზობენ დაიწყონ მოლაპარაკებები კონკრეტულ საკითხებზე, კერძოდ საშუალო სიშორის რადიუსის რაკეტების განლაგების, ევროპაში ჩვეულებრივი იარაღის განლაგების საკითხებზე, ასევე სამხედრო სწავლებების გამჭვირვალედ ჩატარების საკითხებზე. ეს ეხება როგორც რუსეთის სამხედრო სწავლებებს უკრაინის საზღვრებთან, ისე ნატოს სწავლებებს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

ეს ის თემებია, რაზეც მხარეებს შორის დიალოგი შესაძლებელია.

- აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა და ნატო-ს გენ.მდივანმა სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ დეესკალაციის პროცესის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრებიდან უნდა გაიყვანონ თავისი შეიარაღებული ძალები.

თქვენი დაკვირვებით, მას შემდეგ, რაც კრემლმა ვაშინგტონის პასუხი წერილობით მიიღო, რუსეთი დაიწყებს უკრაინის საზღვრებიდან თავისი სამხედრო ძალების გაყვანას?

- ახლა არ დაიწყებს. პირიქით, ნატოს გენმდივანმა და სამხედრო სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის საზღვართან თავისი სამხედრო ტექნიკის და ძალების მობილიზებას.

მომავალი 2-3 კვირა, ანაც ერთი თვის განმავლობაში, როგორც მინიმუმ, პეკინში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე რუსეთი არ დაიწყებს უკრაინის საზღვრიდან მობილიზებული თავისი სამხედრო ძალების შემცირებას. რუსეთი უკრაინისა და დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური საშუალებებით ფსიქოლოგიურ შანტაჟს გააგრძელებს.

როგორც მინიმუმ, პეკინში ზამთრის ოლიმპიადის დასრულებამდე რუსეთი არ დაიწყებს უკრაინის საზღვრიდან მობილიზებული თავისი სამხედრო ძალების შემცირებას. რუსეთი უკრაინისა და დასავლეთის სამხედრო და პოლიტიკური საშუალებებით ფსიქოლოგიურ შანტაჟს გააგრძელებს

კარგი ამბავია ის, რომ ამის პარალელურად დაიწყება მოლაპარაკებათა პროცესი. ის, რომ მოლაპარაკებათა პროცესი გაგრძელდება, ეს პოზიტიური სიახლეა.

სანამ მოლაპარაკებების პროცესი იქნება, მანამდე რუსეთის მხრიდან ომის გაჩაღების ალბათობა გაცილებით ნაკლები იქნება. მაგრამ, ვიდრე აშშ-სა და ნატო-ს მოლაპარაკებები რუსეთთან გარკვეულ შედეგები არ იქნება მიღწეული, რუსეთი უკრაინის საზღვართან თავისი ძალების შემცირებას არ დაიწყებს.

- ბლინკენმა ასევ განაცხადა - ახლა რუსეთის გადასაწყვეტია როგორი იქნება მისი პასუხი, მაგრამ აშშ მზადაა ნებისმიერი გზისთვის, რასაც რუსეთი აირჩევს...

- დიახ, ასე ითქვა და ამაში ახალი არაფერია. აშშ-სა და ნატოს მთავარი გზავნილი რუსეთის მიმართ ასეთი იყო - აშშ და ნატო მზად არიან მოსკოვთან კონკრეტული საკითხებზე მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ ამ მოლაპარაკებებზე არ იქნება განხილული ის ულტიმატუმი, რასაც კრემლი მოითხოვდა. გარწმუნებთ, საუბარი არ იქნება ცალმხრივ დათმობებზე.

აშშ და ნატო მზად არიან მოსკოვთან კონკრეტული საკითხებზე მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ ამ მოლაპარაკებებზე არ იქნება განხილული ის ულტიმატუმი, რასაც კრემლი მოითხოვდა. გარწმუნებთ, საუბარი არ იქნება ცალმხრივ დათმობებზე

აშშ და ნატო-ს მიზანია უკრაინა-რუსეთის საზღვარზე მოხდეს ვითარების დეესკალაცია. შემცირდეს ომის რისკი, უფრო სწორად განეიტრალიზებული იყოს რუსეთ-უკრაინის ომის რისკები. გარდა ამისა საუბარი იქნება ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე კომპრომისული ვარიანტების ძიებაზე.

არ ველოდები აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთ შორის მოლაპარაკებებისგან სწრაფ შედეგებს. ვეთანხმები პოლიტიკისა და სამხედრო სფეროს ექსპერტებს, რომლებიც თვლიან რომ უახლოეს 2-3 კვირა მოსალოდნელია ვითარების დაძაბულობის ზრდა და საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი.

არ ველოდები აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთ შორის მოლაპარაკებებისგან სწრაფ შედეგებს. ვეთანხმები პოლიტიკისა და სამხედრო სფეროს ექსპერტებს, რომლებიც თვლიან რომ უახლოეს 2-3 კვირა მოსალოდნელია ვითარების დაძაბულობის ზრდა და საკმაოდ რთული მოლაპარაკებების პროცესი

- აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ცალსახად თქვა - ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ეს ის პრინციპული საკითხებია, რომელიც ამერიკისა და მისი მოკავშირე პარტნიორებისთვის ხელშეუხებელი პრინციპია.

ახლა ბევრი თვლის, რომ მინსკის შეთანხმება და ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დახურული თემაა. მეტიც, თუ მინსკის შეთანხმების შესრულებაზეა საუბარი, პრეტენზიები რუსეთის მისამართით მეტია, რადგან მას არ გაჰყავს დონბასიდან რუსეთის რეგულარული ძალები, რომლებიც ზურგს უმაგრებენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილ დონბასელ სეპარატისტებს...

- არ ღირს სიტუაციის გამარტივებულად წარმოდგენა - ამერიკელების პასუხში შტაინმაიერის ფორმულაზე არაფერია ნათქვამი. მეტიც, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე ამ საკითხზე არ უმსჯელიათ.

მაგრამ, ეს თემა სხვა, კერძოდ, „ნორმანდიულ ფორმატში“ განიხილება. მინსკის შეთანხმებაზე 26 იანვარს პარიზში იმსჯელეს „ნორმანდიული ფორმატის“ ქვეყნების ლიდერების მრჩევლებმა. დადებითი ახალი ამბავია, რომ ამ თემაზე პარიზში შედგა მოლაპარაკებები და მხარეები შეთანხმდნენ ამ პროცესის ორი კვირის შემდეგ ბერლინში გაგრძელებაზე. „ნორმანდიულ ფორმატში“ მოლაპარაკებები, რომელშიც ოთხი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რუსეთს მთელი ერთი წელი ჰქონდა დაბლოკილი.

მინსკის შეთანხმებაზე 26 იანვარს პარიზში იმსჯელეს „ნორმანდიული ფორმატის“ ქვეყნების ლიდერების მრჩევლებმა. „ნორმანდიულ ფორმატში“ მოლაპარაკებები, რომელშიც ოთხი ქვეყანა იღებდა მონაწილეობას, რუსეთს მთელი ერთი წელი ჰქონდა დაბლოკილი

ამ ფორმატში კონსულტაციები იმართებოდა ხან საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ხანაც მათი მრჩევლების მონაწილეობით. ხან რუსეთის, ხანაც უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით. ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები კარგა ხანია არ შეკრებილან.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ნორმანდიულ ფორმატში“ მოლაპარაკებები აშშ-რუსეთის, ნატო-რუსეთისა და ევროპა-რუსეთის მოლაპარაკებების კონტექსტში გაიმართება. ფაქტია, რომ ყველა ამ მოლაპარაკებების შედეგები ერთმანეთზე იქნება დამოკიდებული. გულწრფელად გეტყვით, მე ამ მოლაპარაკებათა პროცესისაგან გარღვევას არ ველი.

რუსეთი ითხოვს კიევისაგან რომ დათანხმდეს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, რაც უკრაინის მხრიდან ამ რესპუბლიკების აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენ ამაზე არ წავალთ.

რუსეთი ითხოვს კიევისაგან რომ დათანხმდეს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, რაც უკრაინის მხრიდან ამ რესპუბლიკების აღიარების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენ ამაზე არ წავალთ

უკრაინა მოითხოვს, რომ დონბასში შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებები. ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მიღწეულია, მაგრამ ამას რუსეთი და მას დაქვემდებარებული სეპარატისტები არ ასრულებენ.

მხარეებს შორის წინააღმდეგობებია დასაძლევი, სწორად თქვა რუსეთის წარმომადგენელმა კოზაკმა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მხარეებს განსხვავებულად ესმით მინსკის შეთანხმება. მეტიც, ამ შეთანხმების ზოგიერთ საკითხში წინააღმდეგობის გადალახვა სრულიად შეუძლებელია.

- მას შემდეგ რაც ამერიკულმა მხარემ რუსულს წერილობით გასცა პასუხი, რუსეთის ექსპრეზიდენტი, ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი გააქტიურდა და ამ თემაზე რამდენიმე კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, მან განაცხადა -„ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ომი არ იყოს, მათ შორის არ დავუშვათ რუსეთისა და ნატოს ქვედანაყოფებს შორის შეტაკება“.

მან ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია ამერიკამ და რუსეთმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ კიბერუსაფრთხოების საკითხებში. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს რუსულ პოლიტიკურ სცენაზე უკრაინული თემით ექსპრეზიდენტ მედვედევის გააქტიურება?

- იმ მოლაპარაკებათა ფონზე, რომელიც დაწყებულია, ჩემი აზრით, მედვედევის გამოჩენა არც არაფერს ნიშნავს. უკრაინისთვის ასეა. ვერ ვიტყოდი, რომ მედვედევი უკრაინულ თემებში მანამდე არ ყოფილა. იგი პერიოდულად ცდილობდა თავის შეხსენებას. შარშან მაგალითად უკრაინაზე ვრცელი სტატია დაწერა. სტატია თავისი არსით იყო ანტიუკრაინული და ძალიან აგრესიული.

ჩემი აზრით, იგი იმიტომ აქტიურობს, რომ ხალხს არ დაავიწყდეს. უნდა ხაზი გაუსვას იმას, რომ თითქოს მნიშვნელოვანი პერსონაა. ვიმეორებ, მოლაპარაკებათა იმ სამ ფორმატში, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-სა- რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ევროპა-რუსეთს შორისაა დაწყებული, იგი არ მონაწილეობს და მის მოსაზრებებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ.

- რუსეთის ფედერაციის საბჭოს პირველმა ვიცე-სპიკერმა და მმართველი პარტია «ერთიანი რუსეთის“ საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა განაცხადა - „რუსეთმა მხარი უნდა დაუჭიროს თვითგამოცხადებულ დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს და მათ უნდა მიაწოდოს გარკვეული ტიპის სამხედრო იარაღი“.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს სახელისუფლებო წრეებში მყოფი ადამიანების ამგვარი განცხადებები?

- ამგვარი განცხადებები ტაქტიკურ ხასიათს ატარებენ. მათი მიზანია ზეწოლა მოახდინონ ოპონენტებზე და გავლენა მოახდინონ მოლაპარაკებათა პროცესზე. ასეთი განცხადებებით მათ უნდათ დასავლეთს უთხრან - რადგან თქვენ უკრაინას სამხედრო ტექნიკით ეხმარებით, ჩვენ იმავეს გავაკეთებთ და იარაღს მივაწვდით დონბასის რესპუბლიკებს. გარდა ამისა, ამას მათი აზრით, ტაქტიკურის გარდა, პროპაგანდისტული მნიშვნელობაც აქვთ.

რუსეთი გააგრძელებს კონფლიქტის ესკალაციით დასავლეთის მუქარას, ამგვარი განცხადებებით მოსკოვი დასავლეთს ასევე ახსენებს, რომ მასაც შეუძლია მიაწოდოს სეპარატისტებს სამხედრო ტექნიკა. ეს უკვე მოსკოვის ტაქტიკური ნაბიჯებია.

ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რამე კატასტროფული. 2014 წლიდან აწვდის რუსეთი დონბასელებს იარაღს. დონბასში რუსული შენაერთები დგანან, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსული იარაღით მერვე წელია იბრძვიან.

რუსეთი ამას მანამდეც აკეთებდა, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი დასავლეთს დონბასელი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდების ლეგალიზებით აშინებს. ასეთ განცხადებებს უკრაინაში მშვიდად ხვდებიან, ისინი უფრო იმაზეა გათვლილი, რომ რაც შეიძლება მეტად შეაშინონ დასავლეთი.

რუსეთი დასავლეთს დონბასელი სეპარატისტებისთვის იარაღის მიწოდების ლეგალიზებით აშინებს. ასეთ განცხადებებს უკრაინაში მშვიდად ხვდებიან, ისინი უფრო იმაზეა გათვლილი, რომ რაც შეიძლება მეტად შეაშინონ დასავლეთი

- საუბრის დასაწყისში ბევრის მსგავსად თქვენც გამოთქვით მოსაზრება, რომ ვაშინგტონი თხოვნა რუსების მიმართ არ გამოექვეყნებინათ მათი წერილობითი პასუხი, უცნაურად გამოიყურება.

ამ თემაზე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები გამოითქვა, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს?

- შექმნილ ვითარებაში ვაშინგტონის მხრიდან საკითხის ასე დაყენებას აქვს რამდენიმე მიზეზი. ჩემი აზრით დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი მიმდინარეობს ზედმეტად ემოციურ, ინფორმაციულ-პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ფონზე.

დაწყებულ მოლაპარაკებათა პროცესის მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი მიმდინარეობს ზედმეტად ემოციურ, ინფორმაციულ-პროპაგანდისტული აჟიოტაჟის ფონზე

ვინც უკრაინაში ჩამოდის, ყველას უკვირს, რომ როცა ყველა ომის დაწყების მოლოდინშია, ქვეყანაში სიმშვიდეა. უკვირთ უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ დღეისათვის არ არსებობს დიდი ომის დაწყების რისკები, თუ არ ჩავთვლით დონბასში რუსეთის მხრიდან პროვოცირებულ ლოკალურ შეტაკებებს.

დიდი ომისთვის, რუსეთმა უკრაინის საზღვართან უნდა მოახდინოს დიდი დამრტყმელი დაჯგუფების კონცენტრაცია. ის ძალები, რაც ახლა ჰყავს მობილიზებული რუსეთს უკრაინის საზღვრებთან არ არის საკმარისი დიდი ომის დასაწყებად. მაგრამ, ისინი საკმარისია ლოკალური პროვოკაციებისათვის.

ამიტომ, უკრაინაში შექმნილ სიტუაციას რაციონალურად და მეტი თავშეკავებით უდგებიან. თუ საერთაშორისო მედიას გადავხედავთ, იქ ისე ჩანს, რომ ომი უკრაინაში უკვე მიმდინარეობს. იმავე მედიაში ისეთი ტიპის აჟიოტაჟია, რომელიც ჩემი აზრით, გავლენას ახდენს რუსეთთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე და პოლიტიკისების მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებზე. კერძოდ, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლეთის ზოგი ქვეყნების დიპლომატიურ სამსახურებზე.

ფაქტი ისაა, რომ დონბასში 2014 წლიდან მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირება და ჯერჯერობით სხვა არაფერი ხდება. ამგვარი აჟიოტაჟი ხელს აძლევს რუსეთს, რადგან მის ინტერესებშია უკრაინის საზოგადოებაში შიშის დანერგვა. ამას რუსული დაშინების სტრატეგიაც კი შეიძლება ეწოდოს.

ფაქტი ისაა, რომ დონბასში 2014 წლიდან მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო დაპირისპირება და ჯერჯერობით სხვა არაფერი ხდება. ამგვარი აჟიოტაჟი ხელს აძლევს რუსეთს, რადგან მის ინტერესებშია უკრაინის საზოგადოებაში შიშის დანერგვა. ამას რუსული დაშინების სტრატეგიაც კი შეიძლება ეწოდოს

სამწუხარო ისაა, რომ შიშის დანერგვის რუსულ სტრატეგიას დასავლეთის მედია და პოლიტიკოსები აყოლილები არიან. ამით ისინი თავის სისუსტეს ავლენენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ომის ეშინიათ. ეს კი ისაა, რაც მოსკოვის გეგმებშია. ჩემი აზრით ამგვარი პოზიცია დასავლეთის მედიისა და პოლიტიკოსების დიდი შეცდომაა.

ყველაფერი ეს, მხედველობაში მაქვს ინფორმაციულ-პროპაგანდისტული დიდი აჟიოტაჟი და შიში ძალიან დიდ გავლენას ახდენს რუსეთთან დაწყებულ მოლაპარაკებებზე. რუსეთს სურს ამ მოლაპარაკებებში უკრაინა და დასავლეთი სუსტად გამოიყურებოდეს.

თუ მოლაპარაკებებზე ერთი მხარის მიერ კომპრომისზე წასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში ხვდება, მეორე მხარე ამას თავის გამარჯვებად აცხადებს. ხედავთ, ოპონენტები ჩვენთან დათმობებზე მიდიან. ახლა არც დასავლეთი და არც აშშ-ს ინტერესში არა დაწყებული მოლაპარაკებების პროცესში თავისი სისუსტის დემონსტრირება.

თუ წინასწარ იქნება ცნობილი, თუ რა შესაძლო კომპრომისებზე შეიძლება წავიდეს აშშ და ნატო, არაა გამორიცხული ამან ავნოს მოლაპარაკებათა პროცესს და იგი ისევ პროპაგანდისტულ სიბრტყეში გადაიყვანოს. ეს კი, ისევ ჩიხში შეიყვანს ვითარებას. ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ სთხოვა ვაშინგტონმა მოსკოვს არ მომხდარიყო აშშ-ს წერილის გასაჯაროება.

თუ წინასწარ იქნება ცნობილი, თუ რა შესაძლო კომპრომისებზე შეიძლება წავიდეს აშშ და ნატო, არაა გამორიცხული ამან ავნოს მოლაპარაკებათა პროცესს და იგი ისევ პროპაგანდისტულ სიბრტყეში გადაიყვანოს. ეს კი, ისევ ჩიხში შეიყვანს ვითარებას. ეს გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ სთხოვა ვაშინგტონმა მოსკოვს არ მომხდარიყო აშშ-წერილის გასაჯაროება

მეორე მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ უკვე არსებობს ნეგატიური პრეცედენტი. გასული წლის ბოლოს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების მიმოწერა.

ანუ იყო შემთხვევა, როცა რუსეთმა პროპაგანდისტული მიზნებისთვის გაავრცელა საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერა. სწორედ ამიტომ აშშ-მ გააფრთხილა რუსეთი, რომ არაა საჭირო ამის გაკეთება, რადგან ამას შეუძლია ავნოს მოლაპარაკებათა პროცესს.

- ის, რომ რუსეთმა ვაშინგტონის ეს წინადადება მიიღო, სავარაუდოდ, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს?

- ჯერჯერობით ეს ნიშნავს იმას, რომ მოსკოვი მომავალში დაინტერესებულია აშშ-სთან მოლაპარაკებათა პროცესის გაგრძელებაში.

ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაწყებული, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია. თუმცა, უკრაინა და მისი დასავლელი პარტნიორები ყველაფერს აკეთებენ, რომ რუსეთმა ომი არ დაიწყოს.

"ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს