ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად საპროტესტო მუხტის აგორებას

მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული - გია აბაშიძე

***

რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად საპროტესტო მუხტის აგორებას

"რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად ხალხის ქუჩაში გამოყვანას და რა არის ის შეცდომები, რომლის გამოც ხალხი მას არ ენდობა? მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობისთვის ხელისუფლების მუშაობა არადამაკმაყოფილებელია, ოპოზიცია ხალხის ამ პრობლემების გარშემო მობილიზებასაც ვერ ახერხებს. რაშია გამოსავალი და რა ტაქტიკა შეიძლება ოპოზიციამ შეიმუშაოს იმისთვის, რომ ხალხს მის მიმართ ნდობა დაუბრუნდეს?”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად საპროტესტო მუხტის აგორებას

"ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი პრობლემაა, რომ მათ ბრძოლის ტაქტიკა არ აქვთ. სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლა არ იქნება, იმიტომ, რომ ამისთვის უნდა არსებობდეს რაღაც ძალა. ქუჩის გავსებას თავად ენმ ვერ ახერხებს და დანარჩენი ოპოზიცია საერთოდ განულებულია. „ეს გადაადგილებები, რაც ახლა ჩვენ ვიხილეთ და რა განცხადებებიც მიხეილ სააკაშვილმა რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა, მიანიშნებს იმას, რომ ქუჩის აქციები ამ პარტიისთვის ისევ პრიორიტეტული იქნება. როგორც ჩანს, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პარტია ფინანსურად ამისთვის კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფია სწორედ ამ კუთხით შეირჩა, ხოლო რადიკალური ფრთის უფრო გასაძლიერებლად პეტრე ცისკარიშვილი. თუმცა აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს რადიკალიზმი ამდენი ხნის განმავლობაში უკვე მოსინჯული იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

"ამიტომ საკადრო ცვლილებები, თუ ის პარტიის სტრატეგიასა და ტაქტიკასთან დაკავშირებით თვისობრივ ცვლილებებს არ იწვევს, ბევრს ვერაფერს მოიტანს. შესაძლოა, უკეთესი მენეჯმენტი მოგვცეს ვიდრე იყო, მაგრამ რადიკალიზმს საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს. რამდენი ფულიც არ უნდა ხარჯონ ან ცვლილებები განახორციელონ, აზრი არ ექნება. ენმ მთელი ოპოზიციის შემაკავშირებელი ძალა ვერ ხდება, ამიტომ რა გადაადგილებებიც არ უნდა მოხდეს, ეს შედეგს ვერ მოიტანს“, - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან“. მისივე თქმით, „ოცნებას“ დღეს პრობლემა არ აქვს, სააკაშვილი ციხეში იჯდეს. ხელისუფლება ამ ეტაპზე არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოუშვას. ამიტომ ექს-პრეზიდენტის სურვილი და მოლოდინი, რომ ციხიდან მალე გამოვა, ფუჭია. დღეს საზოგადოებაში არანაირი განწყობა არ არის იმისთვის, რომ ქუჩაში 200 000 კაცი გამოვიდეს. თუ ვინმეს გამოსვლა უნდოდა, აქამდე გამოვიდოდა”, - დასძენს გამოცემა.

"პარტიაში რაღაცა საკადრო გადაადგილებებით სააკაშვილი ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ შეძლებს. ამიტომ ხელისუფლებას პრობლემები არ ექნება. ოპოზიცია ასე თუ გააგრძელებს, არათუ რიგგარეშე არჩევნები, არამედ იმ არჩევნებსაც კი წააგებს, რომელიც 3 წლის შემდეგ უნდა გაიმართოს. ამიტომ მთლიანად ოპოზიციასაც გადაჯგუფება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდი სიტუაცია იქნება. სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სოციალური პრობლემების გამო ოპოზიციას ხალხის ქუჩაში გამოყვანა არ შეუძლია, რადგან ისინი სხვა საკითხებით არიან დაკავებულები. კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის მთავარი მიზანი ახლა მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაა. „თავად ნიკა მელიამაც კი აღიარა, რომ ხალხის პრობლემებს და მაჯისცემას ასცდნენ, ეს სტრუქტურული ცვლილებები პარტიის შიგნით ამიტომაც განხორციელდაო. ფაქტია, სააკაშვილის ციხეში ყოფნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ყურადღების ძირითად ფოკუსად იქცა, ამიტომ სხვა ყოფითი პრობლემები, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, ოპოზიციისთვის გაუფერულდა. სხვა ოპოზიციურ პარტიებს რაც შეეხება, მაგალითად „ლელოს“, ყურადღება სასამართლო პროცესზე იყო გადატანილი. თვითონ ოპოზიციას სრულიად სხვა დღის წესრიგი აქვს, რის გამოც მნიშვნელოვანი პრობლემებიდან გადახვევა ხდება. მეორე ამბავია, რომ თავად მოსახლეობაში ეს საპორტესტო მუხტი გააქტიურებული არ არის. ხალხს გარეთ ძალით ვერ გამოიყვან. ამ მოვლენის ასეთი ახსნა მაქვს - ქვეყანაში სოციალური ფონი კიდევ უფორ დამძიმდა; ყველა მიმართულებით ცუდი სიტუციაა; ამ დროს ჩვენ ნახევრად თავისუფალი ქვეყანა ვართ; ჰიბრიდული რეჟიმში ვართ; ჩვენში ავტორიტარული და დემოკრატიული ტენდეციები არსებობს და ამიტომ დამძიმებულ სოციალურ ფონს ქუჩაში მხოლოდ თავისუფალი ადამიანი შეუძლია გამოიყვანოს. ის ადამიანი, რომელიც თავისუფალი არ არის, ხელისუფლებაზე კიდევ უფრო დამოკიდებული ხდება“, - ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.

მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული - გია აბაშიძე

"საქართველოს მთავრობა დასავლელ პარტნიორებთან ერთად კოორდინირებულად და უნისონში „მაქსიმუმის მაქსიმუმს" აკეთებს, რათა უკრაინაში ომი თავიდან აცილებული იყოს, სააკაშვილის პარტია კი ისევ დაძველებულ მესიჯბოქსს იმეორებს - ამის შესახებ „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ უკრაინაში არსებულ დაძაბულ მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ საქართველოს ხელისუფლებისა და ენმ-ს პოზიციაზე საუბრისას განაცხადა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რომ უკრაინაში კონფლიქტი თავიდან იქნას აცილებული - გია აბაშიძე

“ომი დამანგრეველია და ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ბოლო რესურსია, რომელიც არასოდეს არ უნდა იქნას გამოყენებული, ამას კი თავის დაბალანსებულ სამშვიდობო პოლიტიკას დასავლეთთან კოორდინაციაში ოფიციალური თბილისი აკეთებს. „სააკაშვილის პარტია მუდმივად იმას ლაპარაკობს, რომ საქართველო საერთაშორისო რადარებიდან თითქოსდა გამქრალია. ამ დაძველებულ მესიჯბოქსს იმ დროსაც კი იმეორებს, როცა მაგალითად პრემიერი ღარიბაშვილი ან საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი საერთაშორისო ფორუმებზე არიან. საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გამქრალი ნამდვილად არაა, ამიტომ ენმ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს დაიწუნებს თუ არა, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ დესტრუქციულ პარტიას დღის წესრიგში მხოლოდ და მხოლოდ ის აქვს, რომ მმართველი გუნდი უაზროდ აკრიტიკოს. სამწუხაროდ, მათ სხვა ფუნქცია ქართული პოლიტიკური ამინდისთვის არა აქვთ. ზოგადად მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთაშორისო თემებზე ყოველთვის ერთ ხმაში გამოდიან. სამწუხაროდ სააკაშვილის პარტია ამ ფუინქციას ვერ ასრულებს, რომ კოსნტრუქციული ოპოზიციური ძალა იყოს," - განაცხადა აბაშიძემ. მან უკრაინაში არსებულ რთულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვითარება ძალიან სახიფათოა და თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას ისეთი ძვირი დაუჯდება, როგორც არასდროს. უკრაინის საზღვრებთან ყოველდღიურად ძალიან საშიში მოვლენები ვითარდება. რასაკვირველია, დასავლეთი ერთიანია იმ პოზიციით, რომ თუ რუსეთი უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს განახორციელებს, უპრეცედენტო ფინანსური სანქციები იქნება. ბუნებრივია, სავარაუდო რისკები და საფრთხეები კრემლსაც აწონ-დაწონილი აქვს. იმედს ვიტოვებ, რომ საომარი მოქმედებები მაინც თავიდან იქნება აცილებული, თუ არა და მოსკოვს უკრაინაში სამხედრო მოქმედებები ისეთი ძვირი დაუჯდება, რომელიც ჯერ არასდროს ყოფილა დასავლეთიდან," - განაცხადა აბაშიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს