გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების რეაბილიტაციის მიზნით კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების რეაბილიტაციის მიზნით კიდევ 3 ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ტენდერი გამოცხადებულია ზემო ხვითში ცენტრალური გზიდან სკოლისკენ და ტაძრისკენ მიმავალი 315 მეტრის სიგრძის გზის სარეაბილიტაციოდ, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ეზოში შესასვლელები და მიერთებები. ასევე ზემო ნიქოზში ცენტრალური გზიდან რკინიგზის სადგურისკენ მიმავალი 785 მეტრის სიგრძის გზის სარეაბილიტაციოდ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 378 610 ლარი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს. (შესყიდვის ბმული - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441098&lang=ge)

გარდა ამისა, ტენდერი გამოცხადებულია ტირძნისში შიდა 960 მეტრის გზის სარეაბილიტაციოდ. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება- 447 730 ლარი. ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად იგეგმება ეზოებში შესასვლელების მოწყობაც. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებვიდა 3 თვეში უნდა დასრულდეს. (შესყიდვის ბმული - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441097&lang=ge)

ტენდერი გამოცხადდა ასევე აბაშიძის ქუჩის 93 მეტრი სიგრძის მონაკვეთის, 300 არაგველისა და ქუჩიშვილის ქუჩის 181 მეტრის სიგრძის გზის მონაკვეთის, გორში, სასაფლაოს ტერიტორიაზე 1241 მეტრის სიგრძის გზების სარეაბილიტაციოდ. შესყიდვის სავარუდო რირებულება - 300 830 ლარი. სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებვიდა 3 თვეში უნდა დასრულდეს. (შესყიდვის ბმული - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441117&lang=ge)“- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა