ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„სოლიდარობა უკრაინელ ხალხს“- ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოძრაობა „არ გადადოს" წევრებმა დაპოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, რუსეთი არის ოკუპანტი, რომელიც ქართულ მიწებთან ერთად, უკრაინის მიტაცებასაც ცდილობს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის ტექსტს იწუნებენ.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადონ. სასაცილო რეზოლუცია წარმოადგინეს, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით იდგა. რუსეთი არის მკვლელი, ვალდებული ვართ, რომ უკრაინის გვერდით ვიდგეთ“,- აცხადებს მოძრაობა „არ გადადოს" წევრი გიორგი ნაგერვაძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა