ხატია დეკანოიძე - არ ვიზიარებ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ სააკაშვილის თავისუფლება შეიძლება გახდეს პოლარიზაციის საწყისი - როცა პოლიტიკური შურისძიებაა, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია

არ ვიზიარებ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ სააკაშვილის თავისუფლება შეიძლება გახდეს პოლარიზაციის საწყისი. პირიქით, როდესაც პოლიტიკური შურისძიებაა და სასამართლო არ არსებობს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩამოთვლილი ბერკეტების საშუალებით ბიძინა ივანიშვილი „რეპრესიების რეჟიმში“ ამყოფებს ოპოზიციურ პარტიებს და სწორედ ამიტომ მესამე პრეზიდენტი ციხეში იმყოფება.

„ჩემი ღია მხარდაჭერა გამოვხატე იმ პროცესისა და ინიციატივების მიმართ, რომელიც წამოიწყო საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ. ასევე ვთქვი, რა უნდა ყოფილიყო მთავარი პლატფორმა ამ ინიციატივისთვის და ერთ-ერთი მთავარი იყო პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე მორატორიუმი, რაც გულისხმობს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეჩერებას. რეალური ნაბიჯი გულისხმობს მძიმე გარემოს შემსუბუქებას იმით, რომ რაღაც საერთო თამაშის წესებზე შევთანხმებულიყავით.

ყველას ერთად, მათ შორის პრეზიდენტს, როგორც შეთანხმების ერთ-ერთ ინიციატორს, უნდა გვესმოდეს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად ძალიან მძიმე ფორმულის შესაცვლელად - პოლიტიკური მართლმსაჯულების დასასრულებლად, იმის გასაცნობიერებლად, რომ პრეზიდენტები ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული არ უნდა იყვნენ. შესაბამისად, თუ სახელმწიფოებრივად ვუდგებით, ეს ყველაფერი უნდა გავაცნობიეროთ. ვფიქრობ, რომ შედეგიც შესაბამისი უნდა დადგეს. ვერ გეტყვით, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს თანხმობის ინიციატივამ, რადგან კონკრეტული ნაბიჯები, ჯერჯერობით, არ განხორციელებულა. ვერ გეტყვით რა შეიძლება ვთქვა ამ ეტაპზე, რადგან თანხმობა მესმის, როგორც რაღაც საკითხებზე საერთო ნიშნულის პოვნა. ახლა რაიმე პოზიტიურ მოლოდინებზე საუბარი ძალიან რთულია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „ზეპოლარიზაციის და არა დეპოლარიზაციის საბაბი“ იქნება.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი