ალბათ, პირველი თებერვლიდან შეიცვლება ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ველოდებით, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, და ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში, ვატო სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არ მოიტანს შედეგს.
„თავიდან ბოლომდე დაშლილია სისტემა. როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში უმრავლესობა არ არის აცრილი, მაინტერესებს ჩვენი ახალი მინისტრი არის თუ არა ვაქცინირებული. წინა მინისტრს ვერ ვეღირსეთ, რომ მეორე დოზა გაეკეთებინა, რაზე ვსაუბრობთ, რა ბრიტანეთს ვედრებით. მიდგომა პრინციპულად უნდა შეიცვალოს. სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია. სრული ინფორმიერებაა საჭირო, ასევე ოჯახის ექიმებმა იმუშაონ, ამით არაფერი იცვლება. ალბათ, პირველი თებერვლიდან შეიცვლება ჯანდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც ველოდებით, მაგრამ ეს არ მოიტანს შედეგს, რადგან სისტემა არ შეიცვლება“, - განცხადა ვატო სურგულაძემ.
რაც შეეხება არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, მისი თქმით, ახალი შტამი შესაძლოა, არ იყოს პანდემიის დასასრულის დასაწყისი.
„ვინც იტყვის, რომ პანდემია ხვალ დამთავრდება და ეს პანდემიის დასასრულის დასაწყისია, მერწმუნეთ, რომ არაფერი იცის. ძალიან ჭკვიანი ვირუსია, ხვალ რას მოიფიქრებს, როგორი მუტაცია მოხდება, წინასწარ ალგორითმი არ არსებობს. დღეს უნდა ვიომოთ, ომში ვართ. "ბუსტერი" გაკეთებადია ყველა ნორმალურ ქვეყანაში“, - აღნიშნა სურგულაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"