14.07.2025 / 09:02
დავით ჭიჭინაძე - კითხვა მაქვს, ზურაბიშვილს პრეზიდენტად რომ ირჩევდნენ, მაშინ არ იყო საზოგადოება დაავადებული?!

კითხვა მაქვს, ზურაბიშვილს პრეზიდენტად რომ ირჩევდნენ, მაშინ არ იყო საზოგადოება დაავადებული?! - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი, ის მხარეს წარმოადგენს და არ არის იმ ლეგიტიმაციის მქონე, ვისაცსაქართველოს უახლოესი ისტორიის შეფასება შეუძლია.

„სიძულვილის ენას რაც შეეხება, პირველ რიგში, „ოცნების“ ხელისუფლებას მიმართოს, თავად დაივიწყონ სიძულვილი, ყველა განსხვავებული და განსაკუთრებით საღი აზრის მქონე ადამიანს, ან „ნაცს“ ან ქვეყნის მოღალატეს რომ ეძახიან!

მოკლედ, პრეზიდენტი არ არის დამოუკიდებელი, ის მხარეა, ვინც სხვისი პირით გვესაუბრება, სხვის ხუშტურზე დადის და შესაბამისად, არ არის იმ ლეგიტიმაციის ადამიანი, ვისაც ჩვენი უახლოესი ისტორიის შეფასება შუძლია, მითუმეტეს, თუ მის არალეგიტიმურ არჩევნებს გავიხსენებთ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი საზოგადოება არის დაავადებული, ჩვენი ქვეყანა არის დაავადებული. ჩვენ უნდა მოვნახოთ ჩვენში იმის უნარი, რომ გამოვჯანმრთელდეთ. მისი თქმით, არსებობს რაღაც პრინციპები, რომელზეც საზოგადოება უნდა შეთანხმდეს და არ დაიწყოს „ქექვა თუ ზუსტად რა მოხდა“.

ამასთანავე, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა გამოვაცხადოთ მორატორიუმი სიძულვილის ენაზე ცოტა ხანი მაინც და ვნახოთ, რამდენად შვებას მოუტანს საზოგადოებას.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ