გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს მხრიდან პრემიერ-მინისტრის დონეზე მოქმედება სჭირდება, რაც კიევში ჩასვლას და საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან ერთობლივ მოქმედებას გულისხმობს

საქართველოს მხოლოდ უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე მოქმედება სჭირდება, რაც კიევში ჩასვლას გულისხმობს - ყველაფერი სხვა, მათ შორის რეზოლუციაც, შექმნილი ვითარების არაადეკვატურია და მხოლოდ ორთქლის გამოშვებაა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც შეაფასა უკრაინის მხარდასაჭერად როგორც „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროექტი, ასევე ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია.

მისი თქმით, საჭიროა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან ერთობლივი მოქმედება, რათა თავისუფალი სამყარო უკრაინისა და საქართველოს დაცვის საკითხს ერთ პაკეტად განიხილავდეს.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც უკრაინის საკითხია მსოფლიოში მთავარი საკითხი, საქართველოს მხოლოდ უმაღლესი აღმასრულებელი ხელისუფლების, პრემიერ-მინისტრის დონეზე მოქმედება სჭირდება. ეს გულისხმობს კიევში ჩასვლას და საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინასთან ერთობლივ მოქმედებას, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა და თავისუფალი სამყარო უკრაინისა და საქართველოს დაცვის საკითხს, მომავალში ჩვენი დეოკუპაციის, დევნილთა დაბრუნებისა და მათი ქონების აღდგენის საკითხს, ერთ პაკეტად განიხილავდეს. მხოლოდ ეს ჩაითვლება რამის კეთებად, ყველაფერი სხვა, მათ შორის რეზოლუციაც, შექმნილი ვითარების არაადეკვატური და მხოლოდ ორთქლის გამოშვებაა - ამ რეალობიდან უნდა გამოვიდეთ, როდესაც ვმსჯელობთ, რაც სჭირდება საქართველოს“,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის, კანდელაკი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ რუსეთის ფედერაცია რომც ჩაეწერა, ეს უბრალოდ მუშაობის იმიტაცია იქნებოდა და ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ეს ჩვენ არ გვჭირდება“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო