ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის  ცერემონიის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის ოფიციალური გახსნის ცერემონიის პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ნავსადგურის შესასვლელთან ლოზუნგებით - ,,თავისუფლება მიშას" , „სოლიდარობა უკრაინას" , „უკრაინა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა" მივიდნენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს.

„ხალხთან მისასვლელი პირი რომ არ აქვთ, დღეს ამის კლასიკური მაგალითი იყო. ჩვენ მოვითხოვეთ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა, მაგრამ არ შეხვდა ხალხს. ჩვენი მოთხოვნაა თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს, ასევე უკრაინისთვის მხარი დაეჭირა და პოზიცია გამოეხატა. უკრაინა არამარტო სტრატეგიული სახელმწიფოა ჩვენთვის, მეტიც, მეგობარი სახელმწიფოა, ყველა გასაჭირში ჩვენს გვერდით მდგომი", - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა