თამარ იოსელიანი - ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში 200-მდე ადამიანი დასაქმდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური, რომელიც 29 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა, უმნიშვნელოვანესია ჩვენი კორიდორისთვის, რადგან შესაძლებელს გახდის ტვირთების გადმომისამართებას ჩვენს დერეფანში და გაზრდის სანავსადგურე ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებს.

„ახალი ნავსადგური დამატებით დაასაქმებს 200-მდე ადამიანს, შესაბამისად, ჩვენ ფოთის საზღვაო-სასწავლო ცენტრში ვმუშაობთ ახალი კურსების გახსნაზე, რომელიც ახლად გაჩენილ გამოწვევებს უპასუხებს საპორტე სექტორში", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ფოთის ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს.

"პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

„აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

ნავსადგურის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდა 93 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, აშენდა მასშტაბური ჰიდროტექნიკური ნაგებობები და მოეწყო თანამედროვე საპორტე ინფრასტრუქტურა.

პროექტის შემდგომი გაფართოება, რომლის ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, დამატებით 230 მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი (13მ) ნავმისადგომის მშენებლობას ითვალისწინებს. ნავმისადგომი და ახალი ნავსადგურის ინფრასტრუქტურა საშუალებას იძლევა, მოემსახუროს მსხვილტონაჟიან გემებს, რომელთა ტვირთამწეობა 50 000 ტონამდეა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს