სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ ჯუგაანში 70- წლამდე ასაკის ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მას დაზიანებები სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარი ძარცვას უკავშირდება, ადგილობრივების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ქალს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

როგორც შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108 მუხლით მიმდინარეობს, რც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში