"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში სამუშაო შეხვედრებს მართავენ

"ქართული ოცნების" ლიდერები ზუგდიდში სამუშაო შეხვედრებს მართავენ

"ქართული ოცნების" ლიდერები პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ზუგდიდში იმყოფებიან.

ლიდერები პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.

პარტიაში აცხადებენ, რომ შეხვედრების მთავარი თემა ადგილზე არსებული პოლიტიკური ვითარება და პარტიის სამომავლო გადაწყვეტილებების განსაზღვრა იქნება.