ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც მაღალსართულიანი კორპუსი შენდება, ხმაური იყო

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც მაღალსართულიანი კორპუსი შენდება, ხმაური იყო

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მშენებარე კორპუსებთან ხმაური იყო.

ბათუმის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ტერიტორიაზე შეაღწიეს.

როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს, რაც შესაბამისმა უწყებებმაც დაადატურეს. ოპოზიციის წევრების თქმით, ბათუმის მერია უმოქმედოა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მშენებლობას არ აფერხებს.

"როგორც ვიცით, სასამართლომ დადგენილება მიიღო, მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. ბიზნესმენ გალიფ ოზთურგს და მის პარტნიორებს სულ არ ადარდებთ სასამართლო გადაწყვეტილება და უკანონო მშენებლობას მაინც აგრძელებენ", - აცხადებენ ოპოზიციაში.

თავის მხრივ, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში განმარტეს, რომ ობიექტის დაჯარიმება მოხდება, საქმე აღსრულებაში არის გადაცემული, მშენებლობა კი უკანონოა.

ცნობისთვის, გოგოლის ქუჩაზე კომპანია "მეტრო ჰოლდინგი" მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ახორციელებს.