არსებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის შახტაში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "საქნახშირის" წარმომადგენელმა განუცხადა, ადგილზე უსაფრთხოების სპეციალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს ინციდენტის მიზეზების მოკვლევა.
„ინციდენტი მოხდა, რის გამო მოხდა, ვარკვევთ. ჩემი ინფორმაციით, დაშავებულია 5-6 ადამიანი“, - განაცხადეს კომპანიაში.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
"ინტერპრესნიუსი" შსს-ს დაუკავშირდა, მომხდარის შესახებ დამატებით ინფორმაციის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"