ტყიბულის მერის ინფორმაციით, მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს

ტყიბულის მერის ინფორმაციით, მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის ​კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც დავით ჩერქეზიშვილმა "ინტერპრესნიუსს"განუცხადა, სავარაუდოდ აფეთქება მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით, 23:00 საათზე მოხდა.

დაშავებულ 9 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ტყიბულის კლინიკაში გაუწიეს.

"სამწუხაროდ ერთი მეშახტე გარდაიცვალა. ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულებს და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს", - განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.