შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ყოველწლიურ სასკოლო ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას შავი ზღვის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეებს. სასკოლო ოლიმპიადა გაიმართება ტექნიკურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებში. ტექნიკური მიმართულება მოიცავს ტესტირებას 3 საგანში: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და მათემატიკა, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულება მოიცავს, ასევე, 3 საგანს: ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა და ისტორია.

„ოლიმპიადა ჩატარდება ონლაინ, 26 თებერვალს. ოლიმპიადაზე პირველი, მეორე და მესამე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები მიიღებენ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შიდა გრანტს. ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ლინკზე: https://ibsuolympiad.ge/registration.php

IBSU სასკოლო ოლიმპიადას ყოველწლიურად ატარებს და აბიტურიენტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი თავი გამოცადონ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება