„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი მერის შეხვედრების ოთახთან არიან შეკრებილები.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, მათ 2021 წლის აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ. მისი თქმით, ქალაქში უკანონო მშენებლობები მიმდინარეობს, რაზეც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„მერს და მის მოადგილეებს შევთავაზეთ შეხვედრა. სამწუხაროდ, მერისგან შეხვედრაზე უარი მივიღეთ. ახლა გამოაქვეყნა წერილი, სადაც სამარცხვინოდ იტყუება, თურმე უკანონო მშენებლობა არ მიმდინარეობს. აქ ვართ და მოვიდეს. საკრებულოს წევრი ვარ და ჩემი უფლებამოსილებაა ვაკონტროლო, მერიაში ფული არ მოიპარონ", - აცხადებს რეზო ხარაზი.