„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბათუმის მერის შეხვედრების ოთახში შევიდნენ

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის კაბინეტთან ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მერის შეხვედრების ოთახში, დაცვის თანამშრომლების წინააღმდეგობის მიუხედავად შევიდნენ.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, ისინი შეხვედრის ოთახიდან გასვლას არ გეგმავენ. მათი თქმით, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ელოდებიან. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, არჩილ ჩიქოვანთან შეკითხვები აქვთ.
„ბათუმის მერს ველოდებით, შემოვიდეს და გაგვცეს კითხვებზე პასუხი. კანონი გვავალდებულებს, რომ ეს საკითხები მერთან ერთად განვიხილოთ. სუს-ის მიერ დანიშნული მერი იგნორირებას აკეთებს. მერი კარს გვიკეტავს, ვერავინ დაგვიკეტავს კარს, კორუფცია და ათასი საძაგლობა ხდება ქალაქში, აქ ვართ და მშვიდად ველოდებით“, - აცხადებს რეზო ხარაზი.

























