„საქნახშირის“ დირექტორთა  საბჭოს თავმჯდომარე - მუშაობს კომისია, რომელიც ავარიის მიზეზებს ადგენს - ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას

22:10 საათზე მოხდა აფეთქება, დაშავდნენ ადამიანები, 1 ადამიანი დაიღუპა. ძალიან საშინელი ფაქტია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს, - ამის შესახებ „საქნახშირის“ დირექტრორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებაა მიღებული.

„20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს სხდომა. ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგები გვიჩვენებს. როგორ გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ორი დღის განმავლობაში სიტუაციის სრულ ანალიზს მოვახდენთ და გავმართავთ პრესკონფერენციას მომხდარის მიზეზების შესახებ,“ - აღნიშნა სოცკიმ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში