სოზარ სუბარი - რაც ხატია დეკანოიძემ საკუთარ ლიდერზე თქვა, რომ მას მეხსიერების პრობლემები აქვს, როგორც ჩანს, მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება

ის, რაც დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ საკუთარ ლიდერზე თქვა, რომ მას მეხსიერების პრობლემები და პერიოდულად მეხსიერების ჩავარდნა აქვს, როგორც ჩანს, მთელს „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა განუცხადა.

როგორც სუბარმა ამ კონტექსტში აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ პარლამენტში არც ერთ შემთხვევაში არ შევიდოდნენ, რადგან პარლამენტი არალეგიტიმური ორგანო იყო, თუმცა შევიდნენ და შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მოწოდების საფუძველზე, ისევ გავიდნენ.

„პარლამენტში შემოსვლა თავად „ნაციონალური მოძრაობის" გადასაწყვეტია. თავის დროზე უფლებამოსილება სწორედ იმის გამო არ შევუწყვიტეთ, რომ შემოსულიყვნენ და ემუშავათ. თუმცა ცხადია, მათი კატეგორიული მოთხოვნები ვერ და არ იქნება მიღებული. პარლამენტში გააგრძელებენ "ხულიგნობას" - რასაც ჰქვია მაგიდებზე ახტომა, პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნის დაკავების მცდელობები და ასე შემდეგ. მათგან რაიმე რაციონალური წინადადებები ნაკლებად მოსალოდნელია. პარლამენტში მივიღებთ, მაგრამ "ხულიგნობის" შესაძლებლობას არ მივცემთ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სუბარი "არასერიოზულს" უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. სუბარის შეფასებით, სააკაშვილს ორ საქმეზე აქვს მისჯილი, სხვა საქმეებზე სასამართლო პროცესი გრძელდება და "მიხეილ სააკაშვილის საკითხი პარლამენტის განსახილველი თემა არ არის".

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო