კონკურენციის ეროვნული სააგენტო - 2021 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 3 213 აფთიაქი ოპერირებს - რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი

ქვეყანაში 2021 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 10450 დასახელების მედიკამენტი. ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის მდგომარეობით ქვეყანაში 3 213 აფთიაქის ოპერირებას 1712 ეკონომიკური აგენტი ახორციელებს.

„10 და მეტი აფთიაქი გააჩნია 12 კომპანიას (სულ 1238 აფთიაქი), ხოლო მათგან 3 ყველაზე მსხვილი კომპანია ჯამურად ფლობს 927 აფთიაქს. საცალო ფასწარმოქმნაზე რამდენიმე ძირითადი ფაქტორი მოქმედებს, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანია პროდუქტის ღირებულება მომწოდებელ კომპანიასთან და ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან/ევროსთან მიმართებით. გაცვლით კურსთან დაკავშირებით, იმპორტის ზოგად მონაცემებზე დაკვირვებით, დგინდება, რომ 2020 წელს 2016 წელთან შედარებით მედიკამენტების თვითღირებულება ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით, შესაბამისად, თვითღირებულების ზრდა 34%-ით პირდაპირ კავშირშია ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებასთან ან/და შესასყიდი მედიკამენტების თვითღირებულების ზრდასთან უცხოურ ვალუტაში.

დაკვირვებით დგინდება, რომ ფასწარმოქმნა გენერიკულ მედიკამენტებზე და მედიკამენტებზე, რომლებიც ბაზარზე ხელმისაწვდომია კონკრეტული სავაჭრო დასახელებებით, განსხვავებულია. კერძოდ, ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე მოცემულ შემთხვევებში აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია. ამასთან, მიუხედვად პროცენტული განსხვავებისა, ღირებულებით ნაწილში ფასნამატი მეტ-ნაკლებად მსგავსია.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოს მიერ იდენტიფიცირებულ იქნა ბაზარზე მოქმედი შედარებით მცირე კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილი არიან მხოლოდ ბაზრის იმპორტის/წარმოების და შესაბამისად საბითუმო მიწოდების დონეზე და თვითღირებულებასთან შედარებით, მედიკამენტების რეალიზაციას საბითუმო მიწოდების დონეზე ახორციელებენ გაცილებით მაღალი ფასნამატით, რაც რიგ შემთხვევეში ცდება 1000%-ს. ამგვარ მედიკამენტებზე საცალო დონეზე მოთხოვნის არსებობა, სააგენტოს პოზიციით, პირდაპირ კავშირშია ბაზარზე არსებულ ინტერესთა კონფლიქტთან და შესაბამისად გარანტირებულ/ხელოვნურ მოთხოვნასთან.

ევროპის 15 ქვეყნიდან, ე.წ. „თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა“ მოქმედებს მხოლოდ 3 ქვეყანაში - გერმანია (მხოლოდ ახალი აქტიური ნივთიერების ავტორიზაციის პირველ წელს), დანია და გაერთიანებული სამეფო. ქვეყნების უმრავლესობა იყენებს ფასის რეგულირების სხვადასხვა მეთოდებს, როგორიცაა External reference pricing, Internal reference pricing, Volume based pricing და ა.შ. ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა რეგულაციების სიმცირით და მაღალკონცენტირებულია“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის პარალელურად, ნებადართულია კერძო სადაზღვევო პროგრამებით სარგებლობა იმ ნაწილში, რა ნაწილშიც არ ვრცელდება საყოველთაო დაზღვევის პროგრამა.

„მაგალითად, დანიის, ნიდერლანდების და იტალიის მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პარალელურად სარგებლობენ კერძო სადაზღვევო პროგრამებით. კერძო სადაზღვევო პროგრამა მოსარგებლე პირებს აძლევს პროვაიდერების უფრო ფართო არჩევანის საშუალებას და ძირითადად იფარება ის მომსახურება, რასაც არ ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვა -როგორიცაა, ფსიქოთერაპიული მომსახურება, ალტერნატიული მედიცინა, სტომატოლოგიური მომსახურება და ა.შ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით მიმართავს რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი განახორციელონ, ასევე, დაიწყოს სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი და რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა მოხდეს.

გარდა ამისა, სააგენტოს თქმით, საყოველთაო და კერძო სადაზღვევო „შემავსებელი“ პაკეტების თანაარსებობის უზრუნველყოფაც მნიშვნელოვანია.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს