იოსებ ხახალეიშვილი - 6 სტუდენტს, უმაღლესი  აკადემიური  შედეგებით, მერია ყოველთვიურად სტიპენდიას გადასცემს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ქუთაისის მერის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე - მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

„დღეს ქალაქში არსებული უნივერსიტეტების იმ წარჩინებულ სტუდენტებს შევხვდით, რომლებიც ქუთაისის მერიის მიერ დაწესებულ სტიპენდიებს იღებენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის და ქუთაისის უნივერსიტეტის 6 სტუდენტს, უმაღლესი აკადემიური შედეგებით, მერია ყოველთვიურად სტიპენდიით აჯილდოებს. ეს არის მათი შრომის დაფასება და ჩვენი მხარდაჭერა, რომ კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ, შემდეგ კი, შეძენილი ცოდნა ჩვენს ქალაქს და ქვეყანას მოახმარონ“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„მერიის სტიპენდიანტების პროგრამაში სიახლეა - 2022 წლის გაზაფხულის სემესტრის შედეგების მიხედვით, მერის სტიპენდიანტების რაოდენობა გაიზრდება. თითოეული უნივერსიტეტიდან, უმაღლესი განათლების ყოველი საფეხურის მიხედვით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მერის სტიპენდიატებად წარდგენილი იქნება 2-2 სტუდენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა