ფოთის მერის გადაწყვეტილებით, ფოთელი სტუდენტებისთვის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა

ფოთის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით, ფოთის 30 საუკეთესო სტუდენტს, ყოველი სემესტრის ბოლოს, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სტიპენდია გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

სტიპენდია სემესტრული ხასიათისაა და მისი ოდენობა 500 ლარს შეადგენს.

მათი ცნობით, დაფინანსება გაიცემა 2 ეტაპად - გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამასთან, სტიპენდიის მისაღებად, მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა პირველ ეტაპზე - 1 მარტამდე, ხოლო მეორე ეტაპზე - 1 სექტემბრამდე შეუძლიათ.

ასევე, წელიწადში ერთხელ უნივერსიტეტიდან წარდგენილი საბუთების საფუძველზე სწავლა 1000 ლარის ფარგლებში დაუფინანსდება 70 000-ამდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ფოთელ სტუდენტებს.

ფოთის მერიის ინფორმაციითვე, სტიპენდიანტთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის წესით.

„კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ ფოთელ სტუდენტებს, რომლებსაც სემესტრის განმავლობაში აქვს არანაკლებ 81 ქულა და აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი. კონკურსანტების სიმრავლის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭება აკადემიური მოსწრების საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტს, ხოლო თანაბარი ქულის არსებობის შემთხვევაში იმ კონკუსანტს, რომელსაც დამატებით წარმოდგენილი აქვს სამეცნიერო ნაშრომები, სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია”, - აღნიშნავენ მერიაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო