ნიკოლოზ სამხარაძე სალომე სამადაშვილს - ნუ უზრდელობთ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ

ქალბატონო სალომე ნუ უზრდელობთ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, - ასე მიმართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატ სალომე სამადაშვილს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მსჯელობენ.

ნიკოლოზ სამხარაძის გაღიზიანება სალომე სამადაშვილის შემდეგმა რეპლიკამ გამოიწვია: „რეზოლუციიდან რუსეთის ფედერაცია ამოიღეთ“. კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიმართა, განცხადებას ნუ აწყვეტინებდა.

„ნუ უზრდელობთ, ნუ მეჩრებით პირში“, - მიმართა სამხარაძემ.

საპასუხოდ სალომე სამადაშვილმა მას მოუწოდა, დროულად გადასულიყო საკითხის განხილვაზე.

„გადავიდეთ მსჯელობაზე, რაც არის მნიშვნელოვანი. ვერ მიგყავთ კომიტეტის სხდომა, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებთ... აუხსენით საზოგადოებას თქვენი რეზოლუციის შინაარსი, ვერ უხსნით და ამიტომ ვერ მიდიხართ ამ საკითხამდე,“ - მიმართა სამადაშვილმა სამხარაძეს, რაზეც ნიკოლოზ სამხარაძის საპასუხო რეპლიკა იყო: „ნუ უზრდელობთ“.

„ყოჩაღ, კიდევ ერთი საცირკო წარმოდგენა წარმატებით დაასრულეთ, ველოდებით შემდეგს,“ - მიმართა სამხარაძემ სამადაშვილს. სამადაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს საცირკო წარმოდგება ჰგონია, რას ჩაწერენ რეზოლუციაში.

აღნიშნულის შემდეგ ნიკოლოზ სამხარაძემ მანდატურებს სთხოვა, კომიტეტის სხდომის წარმართვაში ჩარეულიყვნენ და სალომე სამადაშვილისთვის აეხსნათ, კომიტეტის მუშაობის პრინციპი, რის შემდეგაც მანდატურებმა სამადაშვილს სთხოვეს, მოესმინათ თავმჯდომარისთვის. საბოლოოდ კომიტეტის თავმჯდომარემ 10-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. დეპუტატებს შორის კამათი შესვენების დროსაც გრძელდება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა