გორის მერია - სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გარეგანათების სისტემების მოწყობა გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის განხორციელება ფლავში, სვენეთში, ხელთუბანში, კარალეთში და გარეჯვარში იგეგმება.

„პროექტის მიხედვით, აღნიშნული სოფლების მხოლოდ ის უბნები (ნაწილი) განათდება, სადაც გარეგანათება დღემდე არ ყოფილა. გორის მერიამ ტენდერი 25 იანვარს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 300 830 ლარია.

პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ - ის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივები ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. მისი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

შესყიდვის ბმული - http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=441096&lang=ge

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო