გორის მერიის ინფორმაციით, 2022 წელს 12 სოციალური პროექტი დაფინანსდა

2022 წელს გორის მერიამ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 12 სოციალური პროექტი დააფინანსა.გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით“ ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პროექტები, მერიაში შექმნილმა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა განიხილა და მათი დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება პროგრამის კრიტერიუმის გათვალისწინებით მიიღო. პროექტები ითვალისწინებს: მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას (20 ბენეფიციარი); შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი); მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი); 0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობას (60 ბენეფიციარი); მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცების შინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი); შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);

დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას (70 ბენეფიციარი), მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (39 ბენეფიციარი); კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;

სოციალურად დაუცველი და უკიდურესად გაჭირვებული 16 მოხუცებულის თავშესაფრით უზრუნველყოფას (24 საათიანი მომსახურება, კვება, რეაბილიტაცია); სოციალურად დაუცველი საოჯახო სახლის 40 აღსაზრდელის საზაფხულო ბანაკში დასვენებას.

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, გადაადგილება შეზღუდული 20 ბენეფიციარისთვის გორისა და ატენის ეპარქიის უფასო სასადილოდან ცხელი საკვების მიწოდება და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. დევნილი და სოციალურად დაუცველი 20 მოზარდის რეაბილიტაცია. გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში გორის მერია წლებია წარმატებით თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო