სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს გიორგი აბაშიშვილს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული, ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში გაიმართა.

"სასიამოვნოა პრეზიდენტის მსგავსი გახსნილობა და ჯამში უპრეცედენტო ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფა. განსაკუთრებით, ხაზგასასმელია ამ მნიშვნელობის, ამ რანგის პროცესში საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობა და უზრუნველყოფა, საზოგადოებისათვის უმაღლესი რანგის სამოქმედო სივრცის გაჩენა. თანხმობის პროცესი თავისი შინაარსით უაღრესად მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი სტრატეგიულად ძალიან საინტერესოდ ხედავს პროცესს, რაც ავტომატურად განგაწყობს სათანამშრომლოდ და გიჩენს სურვილს იყო პროცესის აქტიური მონაწილე", - აცხადებს აბაშიშვილი.

ინფორმაციისთვის, გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს იკავებდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს