კატარის ავიახაზები თბილისის მიმართულებით ფრენების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები, რომელიც ახორციელებს ყოველდღიურ ფრენებს თბილისის მიმართულებით, გთავაზობთ უწყვეტ კავშირს აზიის, აფრიკისა და ამერიკის ქალაქებში, მსოფლიოში საუკეთესო ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით

კატარის ავიახაზები აღნიშნავს დოჰასა და თბილისს შორის, პირდაპირი ფრენების 10 წლის იუბილეს.

ამ იუბილეს აღსანიშნად ავიაკომპანიამ შეზღუდული დროით გამოაცხადა სპეციალური ფასდაკლების აქცია, მსოფლიოს შერჩეულ მიმართულებებზე.

კატარის ავიახაზების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, მისმა აღმატებულებამ ბ-ნმა აკბარ ალ-ბაკერმა თქვა: „მოხარულები ვართ, აღვნიშნოთ თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებიდან 10 წლის იუბილე და შევთავაზოთ მგზავრებს უნიკალური შესაძლებლობა ეწვიონ და შეისწავლონ ევროპის ტურისტული რუკის ერთერთი გამორჩეული მარგალიტი - საქართელო. ჩვენ ასევე სიამოვნებით ვთავაზობთ მგზავრებს საქართველოდან უწყვეტ კავშირს მსოფლიოს 140-ზე მეტ მიმართულებაზე, მსოფლიოს საუკეთესო ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით. მიუხედავად მოგზაურობის მიზეზისა, დასვენება თუ ბიზნესი, ჩვენს თითოეულ მგზავრს საშუალება აქვს გამოსცადოს განსაკუთრებული მომსახურება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.”

კატარის სახელმწიფოს ეროვნული გადამზიდი აგრძელებს საჰაერო ქსელის აღდგენას, ახალი მიმართულებების დამატებას და საკვანძო ქალაქებში სიხშირეების ზრდას. ამჟამად კატარის ავიახაზები ახორციელებს ფრენებს მსოფლიოს 140-ზე მეტი მიმართულებით დამგზავრებს სთავაზობს უწყვეტ კავშირს აზიის, აფრიკის და ამერიკის ქალაქებში.

კატარის ავიახაზები სთავაზობს მგზავრებს მოქნილ პირობებს, რაც მოიცავს 2022 წლის 30 სექტემრამდე შეძენილ ავიაბილეთებზე თარიღის შეუზღუდავ ცვლილებებს და თანხის დაბრუნებას ჯარიმის გარეშე.

მრავალჯერადი ჯილდოს მფლობელი ავიაკომპანია, კატარის ავიახაზები დასახელდა "2021 წლის ავიაკომპანიად“ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო რეიტინგის ორგანიზაცია Skytrax-ის მიერ, გარდა ამისა, მან მიიღო ხუთი დამატებითი ჯილდო: "მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასი", "მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის ლაუნჯი“, „მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის სავარძელი“, „მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის საბორტო კვება“ და „საუკეთესო ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში“. ავიაკომპანიამ „მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზის“ წოდება მოიპოვა ექვსჯერ (2011, 2012, 2015, 2017, 2019 და 2021 წლებში). ავიაკომპანიის ცენტრი, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტი, ასევე იქნა აღიარებული, როგორც "2021 წლის მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტი", და დაიკავა პირველი ადგილი საერთაშორისო Skytrax -ის რეიტინგში.

გარდა ამისა, კატარის ავიახაზები გახდა პირველი გლობალური ავიაკომპანია მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია პრესტიჟულ 5-ვარსკვლავიან COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგს, რომელიც ასევე გაიცა Skytrax-ის მიერ. ამას მოჰყვა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის (HIA) წარმატება, როგორც პირველი აეროპორტი ახლო აღმოსავლეთში და აზიაში, რომელსაც ასევე მიენიჭა Skytrax 5-ვარსკვლავიანი COVID-19 უსაფრთხოების რეიტინგი. ეს ჯილდოები ადასტურებს, რომ ავიაკომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომები აკმაყოფილებს პროფესიული, დამოუკიდებელი შემოწმებისა და შეფასების უმაღლეს სტანდარტებს. უსაფრთხოების მიზნით ჩატარებული ყველა ღონისძიების სრული დეტალების გასაცნობად, რომლებიც განხორციელდა ბორტზე და ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში, გთხოვთ, ეწვიოთ გვერდს qatarairways.com/safety.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია