ყაზახეთის საფინანსო ბაზარი დასტაბილურდა

ყაზახეთის საფინანსო ბაზარი დასტაბილურდა

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა “ხალიკ ბანკი ყაზახეთის” რეიტინგი „BB+/B“, სტაბილური პროგნოზით დაადასტურა.

S&P Global Ratings-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბანკის რეიტინგი ასახავს მის წამყვან პოზიციას ბაზარზე და ყაზახეთის საბანკო სექტორისთვის მაღალ მნიშვნელობას.

ყაზახეთის იანვრის მოვლენების შემდეგ, საკრედიტო რეიტინგის დადასტურება არის ბანკის ეფექტური მუშაობის და სტაბილურობის დამადასტურებელი, რაც არაერთხელ დადასტურდა კრიზისულ სიტუაციებში. საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, “ხალიკ ბანკი ყაზახეთი” აგრძელებდა უწყვეტ მუშაობას მოსახლეობასთან, სამთავრობო უწყებებთან და პარტნიორებთან, უზრუნველყოფდა ფინანსურ რესურსებსა და საბანკო მომსახურებას.

“ხალიკ ბანკი საქართველო”, რომელიც “ხალიკ ბანკი ყაზახეთის” შვილობილ ორგანიზაციას წარმოადგენს, საქართველოში 2008 წლიდან ოპერირებს, როგორც უნივერსალური კომერციული ბანკი. “ხალიკ ბანკი საქართველო” სთავაზობს კორპორატიულ, მცირე და საშუალო და საცალო კლიენტებს პროდუქტებისა და მომსახურებების ფართო სპექტრს. ბანკი წარმოდგენილია 8 ფილიალით თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. მისმა აქტივებმა 30/11/21-ის მდგომარეობით შეადგინა 918 მლნ ლარი.

2021 წლის 15 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“-მა, დაადასტურა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) "BB+", "სტაბილური" პერსპექტივით. „ხალიკ ბანკი საქართველო“ კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს საქართველოში.

(R)