სალომე სამადაშვილი - ჩვენ, როგორც ქვეყანას, დიდი ხანია არ გვქონია გამარჯვება, ვერ დავდეთ ლელო და ამ რეალობას შევცვლით!

ჩვენ, როგორც ქვეყანას, დიდი ხანია არ გვქონია გამარჯვება, ვერ დავდეთ ლელო და ამ რეალობას ჩვენ შევცვლით, ამ რეალობას ყველა ერთად გადავტეხავთ, - ამის შესახებ „პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილმა ის მიზეზები განმარტა, რის გამოც პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოს“ შეუერთდა.

„პოლიტიკაში ჩვენ ვართ გარკვეული ღირებულებებისთვის. პირველი ღირებულება ჩემთვის არის ჩემი ქვეყანა და პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის პატრიოტების გაერთიანება. ამიტომ მიმაჩნია მათთან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება მნიშვნელოვნად. მეორე მთავარი ღირებულება ჩემთვის პოლიტიკურ საქმიანობაში არის თავისუფლების დაცვა, იმ თავისუფლების, რომელსაც დღეს ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთხელ, ძალიან სერიოზული საფრთხე ემუქრება. პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ არის თავისუფლებისთვის გაერთიანება, თავისუფალი ადამიანების გაერთიანება და ამით არის ჩემთვის საინტერესო. მესამე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს აქვს არის წარმატების შექმნა ყველა მოქალაქისთვის. „ლელო“ ეს არის ის პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც აქვს უამრავი იდეა იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე გახდეს წარმატებული და ჩვენი ქვეყანაც წარმატებული იყოს. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი პოლიტიკური საქმიანობა „ლელოს“ დავუკავშირო. ჩვენთვის ამ გადამწყვეტ ბრძოლაში მნიშვნელოვანია გაირღვეს ის მოჯადოებული წრე, რომელზეც ქვეყანა ბოლო წლების მანძილზე დადის. ამ დაპირისპირებამ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც ურთიერთგანადგურების რეჟიმშია, მძევლად აიყვანა ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მომავალი. ეს მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს. ქართველ ხალხს, რომელიც დღეს ელოდება როგორც უდაბნოში წყალს, ახალი პოლიტიკური შესაძლებლობა უნდა მივცეთ, ახალი პოლიტიკური პერსპექტივა. მე ამ მომავალს ვხედავ სწორედ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოში“. ჩვენ, როგორც ქვეყანას დიდი ხანია არ გვქონია გამარჯვება, ვერ დავდეთ ლელო და ამ რეალობას ჩვენ შევცვლით, ამ რეალობას ყველა ერთად გადავტეხავთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო