ქობულეთის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ

ოცნება აღარიბებს", "ბიძინა წადი" - ამ ლოზუნგებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მძიმე სოციალურ პრობლემებს აპროტესტებენ.

„პირველადი მოხმარების პროდუქტები, კომუნალური გადასახადები, საწვავი კატასტროფულად გაძვირდა. ამის ფონზე ადგილობრივი ჩინოვნიკების ხელფასები იზრდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას მორალური უფლება არა აქვს თვის ბოლოს 5000 ლარს ღებულობდეს. ადგილობრივ ბიუჯეტს მოსახლეობა უნდა განკარგავდეს, თუმცა ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტში ხელისუფლება ფულს იპარავს, „ატკატებს“ იღებენ, ბიუჯეტის 40 პროცენტი მათ ხელფასებში მიდის. მთელი საქართველო ემიგრაციაშია წასული",- აცხადებს პარტიის წევრი ბონდო თედორაძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს