ფოთში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ფოთში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლება არ ინტერესდება თუ რა პირობებში უწევს ცხოვრება მოსახლეობის დიდ ნაწილს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
„ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ღირსება, პატივი შელახა და ვაპროტესტებთ ამას. დაუცველი არის ქართველი ხალხი, გაღარიბებულია, ჩინოვნიკები კი მდიდრდებიან. ფასების მატებას ვაპროტესტებთ, ვინაიდან გაორმაგდა და გასამაგდა ყველაფრის საფასური.
ასევე, ვაპროტესტებთ უკანონოდ რომ ზის ციხეში მიხეილ სააკაშვილი, პუტინის და ივანიშვილის ტყვე რომ არის.
ხელისუფლებისგან მოვითხოთ, რომ გონს მოვიდნენ, თორემ ხალხი გასცემს მათ საკადრის პასუხს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ.

























