ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

ზუგდიდში უკრაინის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საქართველოს დროშაზე ხელმოწერები დატოვეს, რასაც შემდეგ უკრაინაში გაგზავნიან.
აქციის ორგანიზატორის, პარტია "დროას" წარმომადგენლის მარიამ სიჭინავას თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გაუშვა შანსი ხელიდან დაემტკიცებინა, მისი მყარი პოზიცია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი.
"გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში მთელი თავისუფალი სამყარო იდგა უკრაინის გვერდით. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ გაუშვა ხელიდან შანსი დაემტკიცებინა მისი მყარი პოზიცია, რომ რუსეთი არის ოკუპანტი. დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საქართველოს დროშაზე გავაკეთოთ ხელმოწერები, რომელსაც ელენე ხოშტარია წაიღებს უკრაინის უმაღლეს რადაში. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დავუწერე ყველა პარტიას, მათ შორის "ქართულ ოცნებას", გახარიას პარტიას, რომ მზად ვიყავით, მიგვეღო მათი ხელმოწერებიც, დღეს, საჯარო მოხელეებისგან მივიღე წერილები, რომ მათ აუკრძალეს მოსვლა დღევანდელ აქციაზე", - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.

























