ელენე ხოშტარია - უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, არავის არ უნდა აძლევდეს მოსვენებას

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ მოინახულა.

ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის „უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, არავის მოსვენებას არ უნდა აძლევდეს“ და წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდება, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ.

,,მასთან კომუნიკაცია რეგულარულად მაქვს. ექიმი არ ვარ, მაგრამ კვალი შიმშილობის თუ არაადამიანური მოპყრობის, რომელშიც იმყოფებოდა და იმყოფება კვლავ არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით. ამაზე ალბათ, ექიმებმა უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ სააკაშვილთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დღეს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა მისი უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილიც.

ადვოკატის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტს კვლავ არ ეძლევა ადეკვატური მკურნალობის მიღების შესაძლებლობა და მის პირად ექიმს რუსთავის ციხეში არ უშვებენ.

,,არსებობს არაერთი, მათ შორის სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა, რომ პრეზიდენტს უნდა ჩაუტარდეს გარკვეული სახის სამედიცინო სერვისები. ამ სერვისების ჩატარება რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეუძლებელია და ამის საჭიროება ბუნებრივია ხელისუფლების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებით არის გამოწვეული“, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო