„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები დააჯილდოვა

27 იანვარს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, კომიტეტის 11 წევრს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა და უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ კუხალეიშვილმა მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

„ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კომიტეტი ოთხი წლის წინ დაარსდა. მისი უმთავრესი მიზანია კომპანიაში უსაფრთხოების კულტურისა უსაფრთხო სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება. იგი დაკომპლექტებულია სხვადასხვა დეპარტამენტში მომუშავე 11 თანამშრომლით, რომლებიც იცავენ კომპანიაში დასაქმებული თანამშრომლების ინტერესებს ჯანმრთელობასთან და შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებეთან მიმართებაში, თავიანთ საწარმოო ერთეულებზე განაწილებულ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კომუნიკაციისა და კონსულტაციის გზით.

2021 წლის განმავლობაში კომიტეტმა გამართა 10 შეხვედრა. მოხდა 45 საკითხის განხილვა, რაზეც დაისახა შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებები, რომელთა უმრავლესობა შესრულდა კიდეც. ასევე, კომიტეტი აქტიურად ახდენდა თანამშრომლების წახალისებას მაღალი უსაფრთხოების კულტურის გამოვლენისთვის”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო