რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ნომინირებულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული გამოცემა „ArchDaily“-ის ჯილდოზე - 2022 წლის საუკეთესო შენობა

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად. ონლაინ გამოცემა “ArchDaily”-ის მკითხველები გამოავლენენ თავის რჩეულ არქიტექტურულ პროექტს 15 სხვადასხვა კატეგორიაში. რესტორნების კომპლექსი “წისქვილი” ნომინირებულია კატეგორიაში „hospitality architecture”, რომელიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიისათვის დაპროექტებულ შენობებს აერთიანებს.

თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ რესტორან „წისქვილის“ სტუმარი, სავარაუდოდ დღემდე გემახსოვრებათ ის ემოცია და გამორჩეული გარემო, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე შექმნილ ამ მიკროსამყაროში გხვდებათ. ერთად მოვნიშნოთ საქართველო მსოფლიო ტურისტულ და პროფესიულ რუკაზე. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს 8 თებერვლის ჩათვლით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ ლინკზე https://bit.ly/3r6pi3t და მიჰყვეთ ინსტრუქციას.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ არქიტექტურული კომპანია „სტუდია 9“-ის გამორჩეული პროექტია.პროექტის ავტორია „სტუდია 9“-ის მთავარი არქიტექტორი მამუკა ჩხაიძე.

რესტორანების კომპლექსი „წისქვილი“ მდებარეობს ქ. თბილისში, ა. ბელიაშვილის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე 6607 კვ.მ ტერიტორიაზე. კომპლექსის მშენებლობა 2002 წელს დაიწყო. რესტორანი დაპროექტდა მდინარე მტკვრის სანაპიროზე რეალურად არსებული წყლის მინი წისქვილის ტერიტორიაზე.

მუზეუმ-რესტორანი არის ერთგვარი არქიტექტურის ენით გადმოცემული ისტორია და თანამედროვეობა. პროექტის კონცეფციაში ჩადებულია არქიტექტურული გადაწყვეტის კომპლექსურობა: ლანდშაფტის, ექსტერიერის, ინტერიერისა და შიდა ეზოს ერთიან სივრცედ წარმოდგენა, მისი ერთიანი აღქმა. არქიტექტორის ამ მიდგომით ექსტერიერიდან აღიქმება ინტერიერი და პირიქით. მუზეუმ-რესტორანში ტრადიციული და თანამედროვე მასალების მონაცვლეობით და კომპლექსის თვითოეული დეტალით შექმნილია არქიტექტურული შემოქმედებითი იდეა და მისი გადაწყვეტა.

რესტორნების კომპლექსი „წისქვილი“ ასევე ნომინირებულია ევროკავშირის მის ვან დერ როეს 2022 წლის პრიზზე, ნომინაციაში- თანამედროვე არქიტექტურა.

„წისქვილის“, როგორც გამორჩეული არქიტექტურული პროექტის წარმატება და აღიარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნეს ობიექტისთვის და მისი ავტორისთვის, არამედ მთლიანად ქართული ჰორეკა სექტორისთვის.

(R)

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია