ბათუმის მერიასთან, 150-მდე ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

ბათუმის მერიასთან, 150-მდე ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ისინი აცხადებენ, სხვადასხვა დროს ინვესტორებისგან დაზარალდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კონკრეტულ ქუჩებზე ინვესტორებმა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყეს, თუმცა სამუშაოები დაუსრულებელი დარჩა.

მოქალაქეების თქმით, ბათუმის მერს დახმარებას სთხოვენ.

„წლების განმავლობაში მასშტაბურ პრობლემად იქცა დაუსრულებელი კორპუსების მშენებლობა, უამრავი ოჯახი საკუთრების დათმობის შედეგად ქუჩაში დარჩნენ, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ჩვენ შევხვდებით მერს და გვაინტერესებს, როგორ აპირებს ამ პრობლემის მოგვარებას", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს