სვენ მიქსერი - საკმარისი საფუძველი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ - იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია

მიმაჩნია, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ რეზოლუციასთან დაკავშირებით ერთიან პოზიციამდე მისულიყვნენ. ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია,- ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლმა, სვენ მიქსერმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ პოლიტიკოსებში კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს და ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერისა და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია.

„ვფიქრობ, საქართველოს აქვს ძალიან კონკრეტული ვითარება მის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე სრული აღქმა არსებობს იმ ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობის, რომელსაც აქვს ანალოგიური პრობლემები ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, რუსული აგრესია არის ის, რისი მიღებაც ჩვენ არ შეგვიძლია, არ ვფიქრობ, რომ ქართველები ამას ოდესმე მიიღებენ და ვფიქრობ ძლიერი, ერთიანი და ცხადი მესიჯის დაფიქსირება არის აუცილებელი.

როდესაც საუბარი ეხება კონკრეტულ რეზოლუციას, ჩემი დისკუსიებიდან გამომდინარე, რომელიც მე მქონდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან, რომელიც თავის თავში აერთიანებს ორივე მხარეს, დავინახე, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია, მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის, არ არის ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული.

ვფიქრობ, ყველა აღიარებს უკრაინის მხარდაჭერის საჭიროებას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა სუვერენიტეტის მხარდაჭერის საჭიროებას და ყველას ესმის რუსეთის აგრესიისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც ემუქრება არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას, არამედ მთლიანად ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებას.

ამ ნაწილში ძალიან მტკიცე, ერთიანი ელემენტი დავინახე, მაგრამ ვფიქრობ, რომ რეზოლუციის ირგვლივ მიმდინარე დებატები ასახავს ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას. ვფიქრობ, კომპრომისზე წასვლის საკმარისი მიმღებლობა არ არსებობს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან - ნებისმიერი კომპრომისი, რომელიც ევროპარლამენტში განიხილება როგორც სიძლიერისა და ზრდასრულობის ნიშანი, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან დანახულია, როგორც სისუსტის ნიშანი და ეს ნამდვილად დასანანია.

მიმაჩნია, რომ საკმარისი ერთიანი ნიადაგი არსებობს პარტიებს შორის იმისთვის, რომ ერთიან პოზიციამდე მივიდნენ და ვფიქრობ, ძალიან იშვიათი შესაძლებლობა, რომ ერთიანობა ეჩვენებინათ, ხელიდან გაშვებულია და ეს მიდის ორივე მიმართულებით- მმართველმა პარტიამ და ასევე ოპოზიციამ უნდა იფიქროს, რა უნდა გაკეთდეს კომპრომისისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მმართველ პარტიას აქვს უმრავლესობა, მან უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი, რადგან ოპოზიციისგან განსხვავებით, მას არ აქვთ იმის ფუფუნება რომ მარტომ იმოქმედოს", - განაცხადა მიქსერმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს