მდინარე იორის ხეობაში არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კარიერის სამსხვრევ-დამხარისხებელ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა - შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ადგილზე პირადად დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„არცერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას რომ, ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი.

რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საწარმოს წარმომადგენელს, სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს, რომლის საფუძველიც, გამოვლენილ დარღვევებთან ერთად, წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად შეწონილი ნაწილაკების 277-ჯერ გადაჭარბებაც გახდა.

მხარეთა ჩართულობით განხორციელდა ტერიტორიის შესწავლაც - პროცესი, ეტაპობრივად, ადგილზე არსებულ ყველა საწარმოში განხორციელდება, რომელსაც აქტიურ მონიტორინგს, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი პირადად გაუწევს.

„მდინარე იორის ხეობაში, კარიერების და სამსხვრევი დანადგარების შემოწმება დავიწყეთ - პროცესში შესაბამისი უწყებები მაქსიმალურად არიან ჩართულები და ყველა ის კომპანია - ლიცენზიანტები, რომელიც კანონით განსაზღვრულ შესაბამის ფარგლებს ცდებიან მაქსიმალურად იქნებიან დაჯარიმებულები. დღეს მოხდა, ერთი ასეთი კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება - ეს პროცესი გაგრძელდება, რომელსაც ყოველდღიურ მონიტორინგს პირადად გავუწევ. არცერთ კომპანიას არ მივცემთ იმის საშუალებას რომ, ბიზნესის კეთებით ეკოლოგიური მდგომარეობა კატასტროფის წინაშე დააყენოს. მსგავსი ქმედებების გამოვლენის შემთხვევაში, ქვემო ქართლისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კანონის უმკაცრესი ზომები იქნება გამოყენებული.“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

„ეკოლოგიური საფრთხეების შექმნის პარალელურად, აღნიშნული საწარმოების საქმიანობით გარკვეულწილად შეფერხდა გარდაბნის მუნიციპლიტეტის წყალმომარაგების მასტაბური პროექტის განხორციელება, ასევე პრობლემები შეიქმნა სოფელ სართიჭალის მცხოვრებლებისთვის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის პროცესში.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელი პირები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა