გორის საკრებულოს თავმჯდომარე კულტურის სახლში მაინერების აღმოჩენის შესახებ ინფორმაციაზე - ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კულტურის სახლში, მერიის მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები ჰქონდა დაყენებული და აღნიშნავს, რომ „ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა“.

როგორც დავით რაზმაძე განმარტავს, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი სამსახურები სწავლობენ.

„არ ვიცი, ძალიან ძნელია კომენტარის გაკეთება სხვამაც იცოდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, ეჭვია, რომ ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გააკეთებდა. ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ მითხრა, რომ დიდი ხანია, ამაზე ეჭვი მქონდა და მივლენილი მყავდა ხალხი, რომ შეესწავლათ ეს თემაო, მაგრამ ვერ იპოვეს", - აღნიშნავს დავით რაზმაძე „მთავარ არხთან“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის კულტურის სახლში, მერიის მაღალჩინოსანს ბიტკოინების მაინერები ჰქონდა დაყენებული. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მაინერები გორის კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა.

ამასთან, გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.​

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო